დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის კონკურსში სერტიფიკატები დაიმსახურეს
24-06-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია მოსწავლეების: მარიამ გრძელიშვილის, ნარინ ალიევას და ლიკა აბრამიშვილის ინგლისურენოვან კონკურსში წარმატებული მონაწილეობა.

მოსწავლეებმა კონკურსში სერტიფიკატები დაიმსახურეს, რაც მათი შრომისა და ძალისხმევის დასტური გახლავთ. ბავშვების წარმატება კი არა მხოლოდ თანატოლებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც სტიმულის მიმცემი გახდა.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს საკუთარი ინიციატივით უნდა შეექმნათ ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სკოლაში წარმატებები უსურვეს და მათდამი სიყვარული გამოხატეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203