დაბაძველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აჭარის მასშტაბით სასწავლო-შემეცნებითი ტური მოაწყვეს
24-06-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

მათ სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტრესო აქტივობა მიუძღვნეს.

გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იყო. სკოლაში ეს დღე აჭარის მასშტაბით, გასვლითი ტურით აღნიშნეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203