შულავერის N2, არაფლოსა და დაშტაფის საჯარო სკოლების მოსწავლეები მინი ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ
24-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2, არაფლოსა და დაშტაფის საჯარო სკოლების მოსწავლეები მინი ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ.
ვაჟთა ტურნირის ორგანიზატორები მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბ გამონათების წევრები იყვნენ.
ტურნირი საქართველოს გმირის რომან ზოიძის სახელობის იყო. მასში მუნიციპალიტეტის 8 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის დაწყებამდე მონაწილეებმა და მაყურებლებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა ტურნირში ღირსეულად იასპარეზეს და თავიანთი სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს