ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მაჭარაძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
24-06-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მაჭარაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.
მას ოქროს სიგელი გადაეცა. კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით იმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს