„განათლების სისტემას სჭირდება ლიდერი დირექტორები და პედაგოგები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გამოწვევებისთვის“-გუბისწყლის სკოლის დირექტორი ნინო ჯოჯუა
24-06-2022

2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ჯოჯუას დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის ...

- მეორე ოჯახი, სადაც საინტერესო და სიახლეებით სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ.

- მოტივაცია მემატება, როცა ...

- ვხედავ ჩემი სკოლის მოსწავლეების მიღწევებსა და მასწავლებლების პროფესიულ წინსვლას.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის ...

- სევდანარევი სიხარულით არის სავსე.

- განათლების სისტემას სჭირდება ...

- ისეთი ლიდერი დირექტორები და მასწავლებლები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...

- მოსწავლეების წარმატებებით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...

- ყურადღება არ მოადუნონ და დასვენებასთან ერთად შვილებს კლასგარეშე ლიტერატურის სწავლისკენ მოუწოდონ.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- 2021-2022 სასწავლო წელის დასასრულს შევაფასებდი დადებითად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203