იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ცინცაძე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
24-06-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ცინცაძე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს სერტიფიკატი გადაეცა. 

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ კონკურსი, საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, თემაზე - „მისწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით?“ ჩატარდა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„გვეამაყები ჩვენო საყვარელო მარიამ, გისურვებთ წარმატებებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203