სასწავლო წლის ნაყოფიერი და წარმატებული დასასრული - თაიას საჯარო სკოლაში შემეცნებითი ექსკურსიების კვირეული მოეწყო
24-06-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ნაყოფიერად და წარმატებით დასრულდა.

საზაფხულო არდადეგებზე სკოლიდან მოსწავლეები სახალისო და შემეცნებითი და საზეიმო აქტივობებით გააცილეს. 

სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით დირექციამ მე-12 კლასს მოუწყო გაცილება თბილ და სასიამოვნო გარემოში, პედაგოგებმა გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს თავიანთ უკვე ყოფილ მოსწავლეებს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის, სპორტისა და მათემატიკის ინტეგრირებულ გაკვეთილზე, ჩატარდა სპოტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“. შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები მასში ხალისითა და დიდი მოტივაციით ჩაერთნენ. 

სკოლაში მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიების კვირეული, რომლის მიზანიც იყო: ქართული ღირსშესანიშნაობების უკეთ გაცნობა და შეყვარება, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობების გამყარება და უკეთ თანამშრომლობა.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ სახალისო და ინტეგრირებული ღია გაკვეთილები ბუნებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203