როდიონოვკას საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასვლითი ტური
24-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად ტარდებოდა.

მათ შორის აღსანიშნავია, რომ VIII-IX კლასების მოსწავლეები დაშბაშის კანიონს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მისი საუცხოო ლანდშაფტი: „ბრილიანტის“ ხიდი, ვერცხლის ქამრებივით დაკიდული ჩანჩქერები, მყვირალა მდინარე კალმახებით.

აღსანიშნავია, რომ ექსკურსიას დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203