როდიონოვკას საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
24-06-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სკოლა საბაზოა, ამიტომ სკოლაში IX კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლიდან მეცხრეკლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიება გამართეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლე გოგონათა შესრულებული ქართული ცეკვა (ამსახველი ვიდეო იხილეთ ქვემოთ)

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ულოცავენ საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებას და წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203