დოლოგნის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა სიურპრიზი მასწავლებლებს და სასწავლო წლის წარმატებული დასასრული
24-06-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად და წარმატებით დასრულდა. 

2021- 2022 სასწავლო წლის დასასრულს მეოთხეკლასელებმა დილიდანვე გაულამაზეს დილა მასწავლებლებს - ხელში ყვავილებით, დიდი ემოციითა და სიყვარულით დახვდნენ სკოლაში მისულ საყვარელ პედაგოგებს და სასწავლო წლის დასასრული მიულოცეს.

ბავშვებმა ასევე შეასრულეს სიმღერები და გამოემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს - ხათუნა ჯინჭარაძეს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა თითოეულ მათგანს უსურვა, მომავალ სასწავლო წელს ისეთივე წარმატებით და შემართებით შეუდგნენ სწავლას, როგორც პირველ ოთხ კლასში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203