ხონის N3 სკოლის პედაგოგები - ნონა ქურასბედიანი და ლანა ლექვინაძე etaloni.ge-მ დააჯილდოვა
23-06-2022

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები - ნონა ქურასბედიანი და ლანა ლექვინაძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.

ეს ის პედაგოგები არიან, რომლებიც სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობენ და ცოდნის პოპულარიზაციის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგანან. 

„დიდ მადლობას გიხდით გამოჩენილი ყურადღებისთვის, რომელმაც ძალიან გამახარა. წარმატებას ვუსურვებ თქვენს არაჩვეულებრივ გუნდს. სიყვარულით და პატივისცემით“- გვწერს ნონა ქურასბედიანი, რომელმაც დიპლომი სკოლაში თვალსაჩინო ადგილას განათავსა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203