მახალაკიძეების საჯარო სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეებს ღია სივრცეში საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-06-2022

ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

პედაგოგები მოსწავლეებს ისეთ აქტივობებს სთავაზობდნენ, რომლებიც მათ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზე იყო ორიენტირებული. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო ღია სივრცეში VI-VII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გამართული გაკვეთილი. 

მოსწავლეებმა პეზაჟები ნატურიდან დახატეს. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომევით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203