ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები - რუსუდან კარკაძე და თემურ ჯვარშეიშვილი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან
23-06-2022
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა

სკოლის ინგლისური ენის ორი პედაგოგი - რუსუდან კარკაძე და თემურ ჯვარშეიშვილი ევროპის რჩეულ პედაგოგებს შორის მოხვდა და ხარისხის ნიშანი მიიღო.

პედაგოგებმა ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის საპრიზო კონკურსში მოიპოვეს გამარჯვება. მათ, სხვადასხვა ქვეყნებიდან კოლეგებთან ერთად საერთაშორისო პროექტი შექმნეს, რომელმაც დიდი წარმატება და საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.

გამარჯვებულ პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

ასევე, საერთაშორისო სერტიფიკატები და საჩუქრები, პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმაც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონია სკოლაში გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების საპატიო წევრები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203