ქუთაისის N15 საჯარო სკოლის პედაგოგები საინტერესო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
23-06-2022

ქუთაისის N15 საჯარო სკოლის პედაგოგები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობებში მონაწილეობდნენ. 

ერთ-ერთი ასეთი იყო კონფერენცია „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“. 

მისი ფინალური ეტაპი „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.

მასში სკოლის სამი მასწავლებელი ელისო ჯიბლაძე - სამოქალაქო განათლების, ირინე სურგულაძე -კომპიუტერული ტექნოლოგიების და სოფიო კუპატაძე- ინგლისური ენის პედაგოგები მონაწილეობდნენ.

„პროგრამით  გათვალისწინებული იყო სტუდენთან თანამშრომლობა. წლის განმავლობაში მასწავლებელთა ჯგუფი ესწრებოდა ტრენინგებს, მეათეკლასელებთან ონლაინ რეჟიმში ჩაატარა 8 გაკვეთილი. ფინალურ კონფერენციაზე ჯგუფი წარმატებულად წარსდგა შემაჯამებელი პრეზენტაციით“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203