ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
23-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და ახალ საფეხურზე გადასვლა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება კლასის დამრიგებლის, ლამზირა მამულაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელიც მუსიკალურად უფროსკლასელებმა და პედაგოგებმა გააფორმეს.
მოსწავლეებმა მეტად საინტერესო, ლამაზი ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. მეოთხეკლასელებმა პედაგოგებსა და მშობლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
მეოთხეკლასელების ღონისძიებას სკოლის დირექტორი გურამ დუმბაძე ესწრებოდა, რომელმაც ბავშვებს წარმატებები უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს