მედანის თემის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
23-06-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ. კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებიც დაუტოვეს.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს

დამრიგებელმა, ნანა გურიელმა მოსწავლეები სკოლიდან ემოციურად გააცილა და საამაყო აღზრდილებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სავალი გზა დაულოცა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203