ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
23-06-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს, თამარ ზარნაძეს ემოციურად დაემშვიდობნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობრივი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დამრიგებელ თამარ ზარნაძეს მადლობა გადაუხადეს.

თითოეული სიტყვა გულწრფელი და სიყვარულით სავსე იყო. დიდი მოწიწება გამოხატეს მოსწავლეებმა  მასწავლებლისა და სკოლის მიმართ.

ემოციების, ცრემლების, მოფერებისა და სიხარულის გარეშე არ ჩაუვლია გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას. პატარების ბავშვურმა, უანგარო სიყვარულმა გულგრილი არავინ დატოვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203