ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
23-06-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობდნენ.

სასწავლო წლის ბოლოს, ბეშთშენის საჯარო სკოლაში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 1-ლიდან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ქმნიდნენ ნამუშევრებს და შედეგმაც არ დააყოვნა. მათი ნამუშევრები შთამბეჭდავი სანახავია.

გამოფენის ხელმძღვანელი პედაგოგი ელვირა ბერუაშვილი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203