ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიტა გრიგოლაშვილი ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულია
23-06-2022
ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ მე-10 კლასის მოსწავლე მარიტა გრიგოლაშვილი ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებულ და საქართველოს პარლამენტში ზესტაფონის დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ინიციატივით ჩატარებული ახალგაზრდული პროექტის - „გლობალური კრიზისების ფორუმი 2022“-ის გამარჯვებული გახდა.
ნიჭიერი მოსწავლე სტრასბურგში ევროინსტიტუტებში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრება, რომელსაც ორგანიზებას ასევე, ევროპული ცენტრი გაუწევს.
„ვულოცავთ მარიტას გამარჯვებას და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო