ხონის N4 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განხორციელდა.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის ბოლოს პროექტი სახელწოდებით „ჩემი პირველი წიგნი“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მე-3 კლასის მოსწავლეებმა წიგნები შექმნეს.
პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს წიგნის კითხვა შეუყვარდეთ.
პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა:
- წიგნის სხვადასხვა ვიზუალის გაცნობა;
- სხვადასხვა ჟანრის გაცნობა;
- ამბის შეთხზვა და დასათაურება;
- ელ. ვერსიის შექმნა;
- ილუსტრირება;
- ბეჭდვა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია და გამოცდილება უმცროსკლასელებს გაუზიარეს.
„უღრმესი მადლობა ელიზა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის, მშობლებს ჩართულობისთვის და ჩვენს პატარა შემოქმედებს საინტერესო და სახალისო პრეზენტაციისთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეომასალა ბმულზე: