„ოთხი წელიც გაფრენილა“ - მაიდნის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
23-06-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისება-წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება. მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს, ნინო მიქაძეს, ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი ღონისძიებით - „ოთხი წელიც გაფრენილა“ დაემშვიდობნენ. ასევე, გულთბილი მადლობა გადაუხადეს მას გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის.

„მოსწავლეები გაცისკროვნებული და, ამავე დროს, ცრემლიანი თვალებით შემოეხვივნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს, და ფიცი დადეს, რომ გაუმართლებენ იმედებს, რომ იქნებიან დედასაქართველოს ღირსეული შვილები... ღონისძიების ბოლოს თავიანთი სურვილები ცაში ფერადი ბუშტებსა და ფრანებს გაატანეს. დაე, ასრულებოდეთ პატარებს ყველა სურვილი და ოცნება!“ - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203