„სამშობლო ქვეყნის სიყვარული“ - კუხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
23-06-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგების ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ეძღვნებოდა. გამონაკლისი, არც დამოუკიდებლობის დღე ყოფილა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, ლილი მელქაძის ჩატარებული  ღონისძიება - „სამშობლო ქვეყნის სიყვარული“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მოსწავლეებმა გაიხსენეს სამშობლოს ისტორიული წარსული, ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და დიდი სიყვარული საქართველოსადმი.

„ბედნიერ ქვეყანაში გეცხოვროთ ჩვენო მერცხლებო, თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც უნდა შექმნას მომავალი“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203