სასწავლო წლის ფერადი დასასრული თბილისის N16 სკოლაში - მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
23-06-2022

დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. 

სასწავლო წლის ფერად დასასრულად კი მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება იქცა. ღონისძიება ემოციური და ამაღელვებელი იყო, მე-4 კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს, თამარ თვალჭრელიძეს. 

მოსწავლეებმა, ღია ცის ქვეშ, სკოლის ეზოში ნაყოფიერი და დაუვიწყარი ოთხი წელი შეაჯამეს. იყო ბევრი ემოცია, სითბო, სიხარული, მუსიკა და საუკეთესო სურვილები. ​

მეოთხეკლასელებმა მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა, მომავალ სასწავლო წელს ისეთივე წარმატებით და შემართებით შეუდგნენ სწავლას, როგორც პირველ ოთხ კლასში. 

იხილეთ ვიდეო:






 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203