„სასწავლო წელი იყო სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე, რომელსაც ვფიქრობ, თავი ღირსეულად გავართვი“- სალომე სარალიძე, ქუთაისის N1 სკოლის დირექტორი
23-06-2022

2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორ სალომე სარალიძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .
- ურთიერთობები, ადგილი სადაც ადამიანი სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობას სწავლობს.


- მოტივაცია მემატება, როცა. . .
- კლასში შევდივარ და გაკვეთილი იწყება.


- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .
- განვლილი წლის ანალიზი და მომავალი წლის უკეთ დაგეგმვის პასუხისმგებლობაა.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .
- კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .
- მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განხორციელების აქტიური პროცესებით. სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე, რომელსაც ვფიქრობ, რომ თავი ღირსეულად გავართვი.


- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .
- ხშირად მისცენ ბავშვებს დასვენებისა და თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობის საშუალება.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .
- საგნობრივ კათედრებთან ერთად ვაჯამებ განვლილს და ვგეგმავთ ახალ სასწავლო წელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203