თბილისის N200 სკოლა კონფერენციის ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში ჩაერთო
23-06-2022

თბილისის N200 საჯარო სკოლის მოსწავლეთა და ხელოვნების მასწავლებლის ნამუშევრები საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე გამოიფინა. 

გამოფენა-გაყიდვა კონფერენციის - „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა სკოლის მართვაში“ ფარგლებში გაიმართა. 

კონფერენციას შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის №198 საჯარო სკოლამ კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენცია, ზოგადი განათლების რეფორმის, ლიდერობის კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც სკოლების მიერ წარმატებული პროექტების შეჯამება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო.

კონფერენციის მსვლელობისას ვაკე-საბურთალოს სკოლებისა და რესურს სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. № 200 საჯარო სკოლა გამოფენა-გაყიდვის პროცესში მონაწილეობდა.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი მოსწავლეეების და ხელოვნების მასწავლებლის მიერ შექმნილი ნამუშევრები. სკოლის წარმომადგენლებმა შეიძინეს სხვა რესურს სკოლების მიერ გამოფენილი ნახატები. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დავით ქოქრაშვილის მკურნალობისთვის“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203