ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სოფელ აცანას ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია გამართეს
23-06-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი „პერსეფონელები“.

ახლახან, ეკოკლუბელებმა სოფელ აცანაში გასვლითი ტური მოაწყვეს. 

კლუბმა სოფელ აცანას ბიბლიოთეკაში წარადგინა პრეზენტაცია მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ მიზნებისა და მათი განხორციელებული აქტივობების შესახებ.

მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ აცანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს, საქუხიას კანიონს, ​ოქონას მონასტერს, ​ელინაბადოს ჩანჩქერს, საპიკნიკეებს.

სასკოლო საზოგადოებამ მოისმინა ლიზი ჩხარტიშვილის ანგარიში -ბულვაჩაურის მწვანე ბანაკის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203