ბოხვაურის საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩემი და შენი უფლებებისთვის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
23-06-2022
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

ზოგადი განათლების რეფორმის, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლაში, რეგულაციების დაცვით, 2021 -2022 სასწავლო წლის სექტემბრიდან, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით პროექტი - „ჩემი და შენი უფლებებისთვის“ ხორციელდებოდა.

პროექტის მიზნები იყო:

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

სხვადასხვა ინტერვენციის განხორციელებით, მოზარდებისთვის, საკუთარი და სხვისი უფლებების ცხოვრებაში დამკვიდრების სწავლების ხელშეწყობა.

10 ივნისს პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა. მონაწილეებმა ისაუბრეს განხორციელებულ ინტერვენციებზე და გააკეთეს ჩატარებული აქტივობების ანალიზი.

პროექტის ხელმძღვანელი თამარ ყურაშვილი გახლდათ, ხოლო წევრები: მარგალიტა მარგალიტაძე, მაია თალაკვაძე და ზაირა ბერაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203