გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
23-06-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის დასრულება და ახალ საფეხურზე გადასვლა მე-4 კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს, მათ შორის შეასრულეს სიმღერები და წარმოთქვეს ლექსები.

„მადლობა კლასის დამრიგებელს, თამუნა ტენეიშვილს, უსაყვარლეს და ულამაზესს პატარებს და მათ მშობლებს.

თუმცა სევდანარევიც... გვახსოვხარ და გვიყვარხარ ჩვენო ციური მასწავებელო.

წარმატებები ჩვენს უსაყვარლესს პატარებს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:
















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203