ახალსოფლის N2 სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის საინტერესო გასვლითი აქტივობა
23-06-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა გაიმართა.
მათ შორის, სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბი შოკოლადის ქარხანას და გარდენიას ესტუმრა.
მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია შოკოლადის წარმოების შესახებ, ნახეს დოკუმენტური ფილმი; ასევე დააგემოვნეს ნატურალური ცხელი შავი შოკოლადი;
ექსკურსიის სპონსორი საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია იყო.
„მადლობა ყველას, ვინც შეიტანა წვლილი ახალგაზრდების სახალისო, შემეცნებითი, გასვლითი დღის ჩუქებისთვის განსაკუთრებული მადლობა, ჩვენს აქტიურ, დაუზარელ ხელმძღვანელებს - თამუნა მუმლაძეს და სალომე ღონღაძეს და ჩვენი სკოლის დირექტორს, მალხაზ ცერცვაძეს - რომ არა თქვენ, ჩვენი კლუბი ასეთ საინტერესო დღეს ვერ გაატარებდა; მადლობა ჩვენი კლუბის ახალგაზრდებს, წარმოუდგენლად კარგი, ჭკვიანი, ნიჭიერი და მხიარული კლუბი გვაქვს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს