ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კედლის გაზეთი მიუძღვნეს
23-06-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მათ სხვადასხვა საინტრესო აქტივიბა განახორციელეს. მათ შორის, ერთ-ერთი თამარ მეფის კვირეულის ფარგლებში დამზადებული კედლის გაზეთების გამოფენა იყო. 

მოსწავლეებმა ნამუშევრები დიდი მონდომებითა და ინტერესით დაამზადეს. გაზეთებში ამომწურავი ინფორმაცია განათავსეს. კედლის გაზეთებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მოსწავლეებმს ძალისხმევა არ დაუშურებიათ, რომ გაზეთები საინტერესო და სანახავად სასიამოვნო გამოსვლოდათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203