„განათლების სისტემას სჭირდება მოტივირებული მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე“- ელზა აშიროვა, ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი
23-06-2022

2021-2022 სასწავლო სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორ  ელზა აშიროვას დაუკავშირდა.

- სკოლა ჩემთვის არის...

- მეორე სახლი.

- მოტივაცია მემატება, როცა ...

- ვმუშაობ მოსწავლეებთან.

-მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

მიჭირს.

- განათლების სისტემას სჭირდება ...

- მოტივირებული მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- მრავალფეროვანი აქტივობებით.

-არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- მეტი დრო დაუთმონ შვილებს.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- ყველას ვუსურვებ მომავალ წარმატებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203