თბილისის N96 სკოლა კონკურსში - „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“ მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
23-06-2022
თბილისის N96 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით მიილია.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან კონკურსში წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის გამორჩეული იყო ის, რომ სკოლამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან სიგელი და პრიზები მიიღო, რომელიც გასულ წელს ჩატარებულ კონკურსში „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“ გამარჯვებისთვის გადაეცა.
„ქართული ენის სიღრმისეულად შესწავლის მნიშვნელობაზე ჩვენი სკოლის შემოქმედებითი ჯგუფის შექმნილი პოსტერი არაქართულენოვან 70 სკოლას შორის შეარჩიეს.
თბილისის N96 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ქართული ენის პედაგოგ, თამარ ნანუაშვილსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს, დავით გიგოშვილს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად კონკურსში მონაწილეობისა და მათი დახმარებისთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს