„ჩვენ ერთი ვართ“- სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
23-03-2018
სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანების მხარდამჭერი სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩაატარეს - სკოლის კედლები მოხატეს, ქაღალდისგან ფერადი წინდები დაამზადეს და ჭრელი წინდები შეიძინეს. აქტივობების დევიზი იყო - „ჩვენ ერთი ვართ".
სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ღონისძიების ამსახველი ვიდეორგოლიც გადაიღეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. იხილეთ ვიდეო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203