ფარცხანაყანევის N2 სკოლის მოსწავლეებმა - ქეთი გეგიამ და თემურ კვარაცხელიამ მკლავჭიდის შეჯიბრში საპრიზო ადგილები დაიმსახურეს
23-06-2022
მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით მიილია.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის, მკლავჭიდის შეჯიბრში მოსწავლეებმა - ქეთი გეგიამ და თემურ კვარაცხელიამ საპრიზო ადგილები დაიმსახურეს. ქეთი გეგიამ I ადგილი მოიპოვა, ხოლო თემურ კვარაცხელია III ადგილზე გავიდა.
„ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელს, ვლადიმერ ხანთაძეს, მოსწავლეებს - ქეთი გეგიას, სპორტის სახეობა მკლავჭიდში პირველი ადგილის და თემურ კვარაცხელიას მესამე ადგილის მოპოვებას. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ოქროსა და ბრინჯაოს მედლებით, თასით და სიგელებით. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო