ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ
23-06-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით მიილია.
სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეებისთვის არა ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა. მათ შორის, იყო მოსწავლეების ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეები გასცნობოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაწესებულების სტრუქტურას, წარმომადგენლების ფუნქცია-მოვალეობებს.
გაიმართა საინტერესო საუბარი. მასპინძლებმა უპასუხეს მოსწავლეების კითხვებს, მოისმინეს მათი შეხედულებები სოფლის განვითარების შესახებ და თავიანთი გეგმებიც წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და თეორიულად ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს