„გისურვებთ წარმატებას და ულევ ბედნიერებას ცხოვრებაში“​- ხაშმის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
22-06-2022

რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლაში 2022 წლის კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მეთორმეტეკლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. 

„ჩვენო საყვარელო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. დაგილოცავთ მომავლის გზებს
გისურვებთ წარმატებებს და ულევ ბედნიერებას ცხოვრებაში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203