ტაბაკინის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა
22-06-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით და ამავდროულად, საინტერესოდ დასრულდა.

სკოლაში ოთხი მეთორმეტეკლასელისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ერთიან ეროვნულ გამოცდებს ერთი კურსდამთავრებული აბარებს.

დირექცია კურსდამთავრებულებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მეოთხე კლასი შვიდმა მოსწავლემ დაასრულა და ახალ საფეხურზე გადასვლა ღონისძიებით აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203