„წერა ნაცნობ ჟანრში-პუბლიცისტური წერილის შექმნა“- ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი
22-06-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემო იყო შექმნილი.

ერთ-ერთი გამორჩეული კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების - „წერა ნაცნობ ჟანრში -პუბლიცისტური წერილის შექმნა“, ფარგლებში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი პედაგოგის, ინგა ხაჟომიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.

„სამიზნე ცნებები და ქვეცნებები: ჟანრი - პუბლიცისტური წერილი; ენობრივ-გამომსახველობითი საშულებები - რიტორიკული შეკითხვა, მიმართვა, თეზისი, არგუმენტი, ალუზია.

საკითხები-პუბლიცისტური წერილის შედგენა თანამედროვე თანამედროვე ეპოქის აქტუალური პრობლემის შესახებ.

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ დავწერო პუბლიცისტური წერილი?
  • რა ენობრივი საშუალებები გამოვიყენო მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად?
  • როგორ გადმოვცე ჩემი სათქმელი ისე, რომ მსმენელისათვის გასაგები იყოს?
გაკვეთილს ესწრებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ექსპერტი ქალბატონი ბელა დულგრიშვილი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203