დისველის საჯარო სკოლის პედაგოგები მუნიციპალურ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
22-06-2022

ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგები მუნიციპალურ კონფერენციაზე წარმატებით წარსდგნენ. 

სკოლის დირექტორმა ჯანსულინ შაინიძემ, ნინო დოხტურიშვილმა და მედეა ჯაფარიძემ კომპლექსური დავალებისა და პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს.

მათი პრეზენტაციები საინტერესო და ინფორმაციული იყო.

„დღევანდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ შრომას ყოველთვის აქვს ფასი, ნოვატორულ იდეებსა და აქტივობებს მოაქვს ახლი იდეოლოგია... სწორედ ამ დაუღალავ შრომას აქვს თავის მარწუხები, რომელიც ჩვენი მომავლის თვალსაწიერია...ნინო დოხტურიშვილი, ჯანსულინ შაინიძე (დისველის საჯარო სკოლის დირექტორი), მედეა ჯაფარიძე - თითოეულმა ჩვენგანმა გულდასმით გამოხატა თავისი ემოცია და განწყობა საგაკვეთილო ფორმატით, რაც ნათლად იკვეთებოდა ჩვენს პროცედურულ წარმოდგენაში. სწორედ ეს გზა გვაძლევს იმის საშუალებას ვიყოთ მუდამ ეპიცენტრში და გვქონდეს დაუშრეტელი ენერგიის კოეფიციენტი“,- პატივისცემით, ნინო დოხტურიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203