„მოსწავლეებო, გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!“- ხორნაბუჯის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
22-06-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ ტრადიციულად დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

დირექციამ მოსწავლეების მიმართ მისალოცი წერილი გაავრცელა, სადაც ახლა უკვე კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„მოსწავლეებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყებას! წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე. დიდი სიყვარულით ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექცია“, - წერია დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203