სიღნაღის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
22-06-2022
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით მიილია.

პირველკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელის, მაია ჯოხარიძეს ხელმძღვანელობით სასწავლო წლის დასრულება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.

ბავშვებმა საინტერესოდ გადმოსცეს, თითოეული საგანი რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მათთვის, თბილი სიტყვებით მოეფერნენ მასწავლებლებს, გაიხსენეს კლასისთვის სამახსოვრო ეპიზოდები, მოირგეს ინგლისელი პერსონაჟების როლები, ასევე მოაწყეს ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

საღამო გაალამაზა სიმღერებმა და ცეკვებმა. ზეიმის დასასრულს სკოლის დირექტორმა, ნანა ბეჟაშვილმა და კლასის ხელმძღვანელმა სიგელები და სამახსოვრო ალბომები გადასცეს მოსწავლეებს.

„წარმატებებს ვუსურვებთ პატარებს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203