ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
22-06-2022

რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას სიღრმისეული ცოდნა მისცეს. მასწავლებლები მოსწავლეებს წლის მანძილზე არაერთ სკოლის შიდა თუ გარე საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობდნენ, მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის, მეშვიდეკლასელებმა მუსიკის პედაგოგის ანა ბუაჩიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

მოსწავლეები ღონისძიებაზე წარმატებით წარდგნენ. შედეგად, ბავშვები და პედაგოგი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203