სანავარდოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად დაასუფთავეს
22-06-2022
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ექცეოდა და ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

მათ შორის, მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, გაწმინდეს არხი ნაგვისგან, ბალახისგან და ქვიშისგან.

„ამ აქტივობაში ჩართული იყო თითქმის ყველა მაღალი კლასის მოსწავლე, დირექცია, დამრიგებლები, მოსწავლეები ხალისით ასუფთავებდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ გარემოზე, საკუთარ სკოლაზე ზრუნვა მათი მოვალეობაა, რომ ჯანსაღი და სუფთა გარემო ადამიანების ჯანმრთელობის საწინდარია. მადლობა მათ ასეთი მისაბაძი მოქალაქეობრივი შეგნებისა და აქტიურობისთვის. ჩვენი სკოლა ჩვენი სახლია!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203