ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა
22-06-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიდნენ.
მათ შორის, ნატო - ევროკავშირის დღეებთან დაკავშირებით გეოგრაფიის პედაგოგის, შორენა ყარალაშვილის ინიციატივით ძალიან საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა.
„კონკურსი, სადაც წარმოდგენილი იყო ვიქტორინა „ევროპა“, ლიტერატურული კონკურსი „ნორჩი მწერლებისთვის, ერთი სიტყვა - ერთი დროშა, აღიქვი ჟღერადობა - გამოიცანი ენა, და კარაოკე. მონაწილეობდნენ VII-X კლასები, კონკურსში გამარჯვება მოიპოვა IX კლასმა“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო