მეორეკლასელი ეკოდამცველები მთისძირის საჯარო სკოლიდან
22-06-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემო იყო შექმნილი.
მათ შორის გარემოსდაცვით საკითხებზე მეორე კლასის მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
„მეორე კლასში ფრიად სერიოზული თემა „გაბრაზებული დედამიწა“ ჰქონდათ განხილვის საგნად. მოსწავლეებმა იმსჯელეს გარემოს დაბინძურების პრობლემებზე და და პრობლემის გადაჭრის გზებზე. ბოლოს „გაბრაზებული დედამიწა“ დახატეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ბუნებაზე ზრუნვა და გარემოსდაცვითი საკითხები მუდამ პრიორიტეტულ თემებს შორის არის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს