„მასწავლებელო, მე შენ მიყვარხარ!“ - ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა ემოციური ღონისძიება
22-06-2022

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. 

სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო IV კლასის​ მოსწავლეებისთვის, რომლებიც პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ. 

სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება სახელად - „მასწავლებელო, მე შენ მიყვარხარ!“ ემოციური, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლეები დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს, ლალი ქამხაძეს, რომელიც მუდმივად ზრუნავდა მოსწავლეების კულტურული დონისა და ცოდნის ამაღლებაზე.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203