ქვიშხეთის საჯარო სკოლის ბეჯით მოსწავლეს, მათე ლომიძეს izrune.ge-სგან წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცა
22-06-2022

მათე ლომიძე - დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის ბეჯითი და წარმატებული მოსწავლეა. მოსწავლე ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის.

მას სკოლაში გადაეცა izrune.ge-სგან წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სერტიფიკატები.

მათეს წარმატებები მისი სკოლის მზრუნველი დირექტორის მანანა ბასიაშვილის, კლასის დამრიგებლის რუსუდან პავლაძის, და რა თქმა უნდა, მისი ოჯახის დამსახურებაა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203