„შეხვედრა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან“ - ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამშენებლო კომპანის პრეზიდენტი ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა
22-06-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მიუხედავად ამისა სკოლის დირექტორი ნაზი საბანიძე თავის პედკოლექტივთან ერთად წლებია დიდ ყურადღებას აქცევს მოზარდთა განათლებას, მათ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რომ მიიღონ სრულფასოვანი საბაზისო ცოდნა, ალბათ ამიტომაცაა, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებულნი არიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის წინსვლაში, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში საქმიანობით. 

მათემატიკის მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა ირმა გურჩიანმა დაიწყო ახალი პროექტის - „შეხვედრა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან“ განხორციელება.

პირველი სტუმარი იყო award ჰოლდინგის პრეზიდენტი ნიკოლოზ ჭკადუა. ის მოსწავლეებს ესაუბრა ცოდნის მნიშვნელობაზე, იმ გზაზე, რომელიც გაიარა წარმატების მისაღწევად. 

სკოლა გააგრძელებს პროექტს და კიდევ მოიწვევს სხვა წარმატებულ კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203