ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს
21-06-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობას, ღონისძიებასა თუ პროექტს სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

აუცილებლად აღსანიშნავია, ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მდინარის სანაპიროს დასუფთავების აქცია. 

საინტერესო გარემოსდაცვითი აქცია-პერფორმანსი პროექტის ფარგლებში გაიმართა. 

ბავშვებმა ხელოვნების მასწავლებლის ლიკა ჯოჯუასა და ქართულის მასწავლებლის შორენა ოჩხიკიძის ხელმძღვანელობით მოიძიეს საინტერესო მასალები წყლის სასარგებლო თვისებებსა და მნიშვნელობაზე, შეაგროვეს ფოტომასალა დასუფთავებული და დაბინძურებული მდინარის. ისაუბრეს თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ წყალს და ა.შ. აღნიშნულ თემაზე შექმნეს პოსტერები და სურვილი გამოთქვეს სოფლის მდინარის სანაპიროს დასუფთავების.                                                                       

„დიდი ხალისით შეუდგნენ სანაპიროს დასუფთავებას ჩვენი ცქრიალა მე-3 კლასელები. დასუფთავების შემდეგ სცადეს ხალხთან გაეგზვნათ გზავნილი ვიდეორგოლისა და პოსტერების საშუალებით. ბოლოს კი სურვილი გამოთქვეს სისტემატურად მოაწყონ მსგავსი ტიპის ღონისძიება“,- გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203