ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე, სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავდნენ.
სწორედ ამიტომ II
ა კლასში ვიქტორინა გაიმართა.
ვიქტორინა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მათ დასმულ კითხვებს უპასუხეს, წაკითხული თხზულების სიუჟეტი პაზლებით ააწყვეს და ტექსტის მიხედვით, ყუთში დამალული ნივთები ამოიცნეს.
„შეხვედრის მიზანი გახლდათ მომავალი თაობის წიგნთან დაახლოება და ინტერესის გაღვივება. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს კლასგარეშე ლიტერტაურის ცოდნა. პატარების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. წარმატებები ჰქონოდეს მე-12 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: